საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს პროგნოზით, ტურიზმის ინდუსტრიაში covid-საშვი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ covid-საშვი იქნება პლატფორმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, მგზავრს გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან კოვიდ-ტესტი, თუ - არა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც - IOS-ის, ასევე Android-ის სისტემისთვის.
IATA-ს განცხადებით, მსგავსი საშვის დანერგვა აუცილებელია, საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად, რადგან ქვეყნების უმრავლესობას უცხოელი ვიზიტორებისთვის ისევ მკაცრი რეგულაციები ან საკარანტინე პერიოდი აქვთ დაწესებული.
გამოცემა წერს, რომ Singapore Airlines-ი იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც covid-საშვის პლატფორმის გამოყენება გასული წლის დეკემბერში საცდელად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ Singapore Airlines-სს მალე შეუერთდნენ სხვა ავიაკომპანიებიც, მაგალითად, Etihad-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი და Air New Zealand-ი.
IATA-ს განცხადებითვე, გასული წელი კატასტროფული აღმოჩნდა ავიაინდუსტრიისათვის, რადგან 2019 წელთან შედარებით ფრენებზე მოთხოვნა 70%-ით შემცირდა. ასოციაციის შეფასებით, მხოლოდ კოვიდ-ვაქცინა ვერ დაეხმარება ინდუსტრიას გადარჩენაში და ამისთვის აუცილებელია, covid-საშვების დანერგვაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი