31.იანვარი .2020 20:54

IATA: წელს, საავიაციო სექტორში მოგება, გასულ წელთან შედარებით 20%-ით შემცირდება

views 153
უკან

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის, IATA-ს კვლევის მიხედვით, 2019 წელი საავიაციო ინდუსტრიისთვის ნაკლებად მომგებიანი იყო. აღნიშნულის მიზეზებად კი, ნავთობის ფასის, შრომის ანაზღაურებისა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას ასახელებენ. თუმცა, ექსპერტების 80% ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს, ეს მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება, ამის საფუძველს კი, საწვავის გაიაფება, მოთხოვნის ზრდა და დასაქმების დონის ამაღლება იძლევა.

მაგრამ IATA-ს კვლევის თანახმად, ეს მოლოდინი ვერ გამართლდება, რადგან მოგება, გასულ წლებთან შედარებით 20%-ით შემცირდება.

შესაბამისად, 2020 გარდამავალ პერიოდად არის შეფასებული საავიაციო ინდუსტრიაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ავიაკომპანიებს სირთულეების დაძლევა მოუწევთ. ასეთია ნომერ პირველი ტენდენცია, რომელიც მიმდინარე წელს იკვეთება.

რიგით მეორე კი, ეკოლოგიას უკავშირდება, რადგან გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ავიაკომპანიები შედარებით ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენებაზე გადადიან და არ გამორიცხავენ ფრენების შემცირებასაც, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებით აიხსნება.

მესამე ტენდენცია კი, ტექნოლოგიებია. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციები საავიაციო სექტორს არც აქამდე აკლდა, წელს, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება და აეროპორტებში რობოტი-თანამშრომლების გამოჩენას ვარაუდობენ, ხოლო 5G კვლავ გააგრძელებს სწრაფ განვითარებას. ასევე ავიაკომპანიები და აეროპორტები უსაფრთხოებისა და ჯავშნების მიმართულებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უფრო აქტიურად გამოყენებასაც დაიწყებენ.

კიდევ ერთი წინასწარი პროგნოზი, რომელიც კეთდება, ეხება მომხმარებლებს, რომლებსაც 2020 წელს გასაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, ამისათვის კი, ავიაკომპანიები შტატებს აფართოვებენ, რადგან 42% დღეს ფიქრობს, რომ სამუშაო ძალა არ არის საკმარისი. ხოლო ცვლილებების შედეგად, კომპანიების 89% ფიქრობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, უარეს შემთხვევაში კი, სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს.

თუმცა ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ 2020 წელი, საავიაციო ინდუსტრიაში დადებით რიცხვებს ვერ დაწერს, რასაც სავაჭრო ომი, კორონავირუსის გავრცელება, სტიქიური კატასტროფები და ყველა ის ფაქტორები შეუშლის ხელს, რა გამოწვევების წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა