მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იახტის დაქირავება საქართველოში დაახლოებით 5 000 ლარი ეღირება - Azimut Yachts Georgia

61e16b025b23b
სალომე ჭიპაშვილი
15.01.22 23:00
6605
Azimut Yachts Georgia მომხმარებლებს იახტების გაქირავების სერვისს შესთავაზებს. პირველი იახტა საქართველოში ორ თვეში შემოვა და ბათუმის იახტკლუბში განთავსდება.

“იმდენად დიდია მოთხოვნა იახტების დაქირავებაზე, გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით ამ ნაწილში და ჩვენივე იახტა ამ მიზნით შემოგვეყვანა. პირველი იახტა, რომელიც ბათუმის იახტკლუბში განთავსდება, დაახლოებით ორ თვეში შემოვა. ეს იქნება საკმაოდ დიდი ზომის, მდიდრული იახტა, დაახლოებით ისეთი, როგორებიც მონაკოში მრავლადაა”- განაცხადა “საქმიან დილაში“ სტუმრობისას Azimut Benetti Group-ის რეგიონალურმა მმართველმა, გიორგი ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, იახტის დაქირავების საფასური დამოკიდებული იქნება იმ პაკეტებზე, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს. საშუალოდ მთელი დღის განმავლობაში იახტის დაქირავება, სრული სერვისით, ხუთი ათასი ლარი ეღირება.

“მსოფლიოში იახტების 95% გაქირავებაშია ჩაშვებული, რადგან იახტების შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და ეს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია”- აღნიშნავს ჩიკვაიძე.

Azimut Yachts Georgia საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც ქართველი მფლობელები ჰყავს, 2020-2021 წლებში საქართველოში 11 იახტა გაიყიდა. გაყიდული იახტების ფასები 300 ათასი ევროდან 3 მილიონ 300 ათას ევრომდე მერყეობს.