საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია IBM ორად გაყოფის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი იმის მცდელობაა, რომ კომპანიამ ფოკუსირება მოახდინოს შედარებით მაღალშემოსავლიან ბიზნესებზე, ისეთებზე, როგორიცაა ე.წ „ქლაუდ“ სერვისი და ხელოვნური ინტელექტი.
ახალი კომპანია, რომელიც IT ინფრასტრუქტურაზე იქნება ფოკუსირებული, ცალკე ბიზნესად ჩამოყალიბდება და მას ცალკე სახელი დაერქმევა, ეს ყველაფერი მომავალი წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ IBM-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, გასულ წელს IBM-მა $34 მილიარდად ქლაუდ-კომპანია Red Hat-ი შეიძინა. თუმცა, ამჟამად ე.წ ქლაუდ-სერვისების ბაზარზე Microsoft-ი და Amazon Web Services-ი დომინირებენ.
„ზრდისთვის, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს დაფუძნებული მსოფლიოში არსებულ იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. დღესდღეობით, ჰიბრიდული „ქლაუდი“ და ხელოვნური ინტელექტი თანდათან ხდება ვაჭრობის, ტრანზაქციების და დროთა განმავლობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპიცენტრი“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა არვინდ კრიშნამ.
IBM-ი, რომელიც ამჟამად 352 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აცხადებს, რომ კომპანიის დაყოფის შედეგად დანახარჯები $5 მილიარდს მიაღწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ