მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBRD საქართველოს რეფორმების განსახორციელებლად €45 მლნ ევროს გამოუყოფს

5e9d82133e0bf
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.20 15:29
1512
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 30 მარტს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც ქვეყნისთვის €45 მილიონი ევროს (150 მლნ ლარის) ფინანსური რესურსი ხდება ხელმისაწვდომი.

სასესხო ხელშეკრულება დასამტკიცებლად პარლამენტში არის შესული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მისი მოსმენა 22 აპრილს არის დაგეგმილი. შეთანხმების განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოზიდული ფინანსური რესურსი ქვეყანაში რამდენიმე რეფორმის ჩატარებაზე მიიმართება, ესენია:

მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მექანიზმის შექმნა;
სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება;
კონკურენციის დონის გასაუმჯობესებლად, კონკურენციის სააგენტოს მმართველობის გაძლიერება;
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

სესხით გათვალისწინებული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, სესხის პირობები ასეთია:

ხანგრძლივობა - 25 წელი, საიდანაც 14 წელი შეღავათიანი პერიოდია;
საპროცენტო განაკვეთი - EURIBOR-ზე დაფუძნებული ფისქირებული მარჟა;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 0.25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი - 0.25%, რომელიც ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას.

აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორონავირუსის ფარგლებში მოზიდული დახმარების ნაწილი არაა.