მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICAO ხაზს უსვამს საჰაერო ტრანსპორტის მნიშვნელოვან როლს მსოფლიო კრიზისის შემდგომ აღდგენაში

5e79b24b07832
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 12:18
829
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან საუბრისას ხაზს უსვამს საჰაერო ტრანსპორტის მნიშვნელოვან როლს, მსოფლიოში COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდგომ აღდგენაში. ინფორმაცია ამის შესახებ ICAO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა სალვატორ შაშეტანომ განაცხადა, რომ კრიზისზე გლობალური რეაგირება ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის როლის გამოყენებას ეკონომიკის შემდგომ აღდგენაში, რაც გულისხმობს ტვირთების საჰაერო გზით გადატანას, მგზავრთა გადაყვანას და გლობალური მიწოდების ქსელის აღდგენას, მაგრამ როგორც საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე თავად ავიაციას სჭირდება მხარდაჭერა, რათა მოხდეს სისტემის ფინანსური და ფუნქციონალური შენარჩუნება.

„საავიაციო სექტორი მსოფლიოში ასტიმულირებს ეკონომიკას დასაქმების, ვაჭრობისა და ტურიზმის გზით და მხარს უჭერს სახელმწიფოებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,” - აღნიშნასალვატორ შაშეტანომ.