მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იცავს ბატონო, იცავს, ვატაროთ პირბადე - გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

613f3e7b5edba
ინგა მურუსიძე
13.09.21 16:44
757
იცავს ბატონო, იცავს, ვატაროთ პირბადე, - ამ სიტყვებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს.

აღსანიშმავია, რომ კოვიდ-პანდემიის დასაწყისიდან, როცა პირბადის ტარებაზე ჯარიმა 20 ლარი გახდა, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში - 40, შსს ყოველდღიურად აქვეყნებდა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კანონდამრღვევთა და დაჯარიმებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა ახლა ამას აღარ აკეთებს. Bm.ge-მ დღეს გამყრელიძეს ჰკითხა, მოუწოდებდა თუ არა ის ძალოვან უწყებას სტატისტიკის გამოქვეყნებისკენ, თუნდაც სხვა მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს.

„შემიძლია ორმხრივ მოვუწოდო, როგორც საზედამხედველო ორგანოებს, შრომის ინსპექციას, პოლიციას, მუნიციპალიტეტებს, რომ განსაკუთრებული სიმკაცრე იყოს პირბადის ტარების წესის დარღვევის აღსრულებაზე. თუ პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, დეკემბრამდე გადავარჩენთ 200- 250 ადამიანის სიცოცხლეს.

თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუმცა მარტო ზედამხედველობა, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი არა. უკვე ორი წელია კოვიდი არსებობს, ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია და ეს პირბადე გვიცავს. იცავს ბატონო, იცავს, ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.