მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ - გაიცანით ქალები მშენებლობაში!

6046360dc9b87
BM.GE
08.03.21 18:04
836
„მეუბნებოდნენ, რომ ქალისთვის რთული იქნებოდა ეს სამუშაო, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი“;

„სხვას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ შევძლებ?! შემართებით მოვედი“;

„არ გინდა ქარხანაში მუშაობაო, მაგრამ მე მიყვარს და ვაკეთებ ჩემს საქმეს“ - დაძლეულ ბარიერებსა და საკუთარ საქმეზე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრ კომპანიებში დასაქმებული ქალები საუბრობენ. მათთან ერთად, პროფესიული კოლეჯის სტუდენტი საყვარელ საქმესა და გადალახულ წინაღობებზე გვიყვება.

ისინი სამშენებლო მოედნებსა და საწარმოებში მუშაობენ, წარმატებით უძღვებიან საქმეს და მაგალითს აძლევენ სხვა ქალებს, აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და მოსწონთ;

ურჩევენ სხვა ქალებს, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, რადგან პროფესიებში არ არსებობს „ქალური“ და „კაცური“ საქმე.

გაიცანით ქალები მშენებლობაში!



ვიდეო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
(R)