მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ უსაფრთხო შრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

608ac6abd47a7
BM.GE
29.04.21 18:40
747
28 აპრილს, გაეროს ეგიდით მთელს მსოფლიოში უსაფრთხო შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაც შეუერთდა. შრომის უსაფრთხოებასა და რეფორმებზე სასაუბროდ გამართული ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობა, განიხილეს შრომით უფლებებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები და გამოწვევები. 

ღონისძიება ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა გახსნეს.

ღონისძიებაზე აქტიური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე კომპანია „ინსის“ შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური  რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთაც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებზე, დიალოგის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზე, სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდეს რაისა ლიპარტელიანმა და პროფკავშირების შრომის დაცვის მთავარმა ტექნიკურმა ინსპექტორმა, ნიკა კაკაშვილმა.

ანა საბახტარიშვილი: „ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორსა და პროფკავშირს შორის ეფექტური კოლაბორაციის საწარმოებლად და მადლობა, პროფკავშირების გაერთიანებას, ამ დისკუსიაში მონაწილეობისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისათვის. მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის ამერიკის შრომის დეპარტამენტს და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს, რომელთა ფასილიტაციითაც ეს შეხვედრა გაიმართა. მიხარია, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ეტაპს, როდესაც უკვე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რომელთა მიზანიც სამუშაო ადგილზე თითოეული დასაქმებულისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია "ინსი", რომელიც ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავდროულად, გამგეობის თავმჯდომარე კომპანიაა, დღეს ესწრება ამ შეხვედრას და, ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება ახალ რეგულაციებს, ტექნოლოგიებისა, თუ ინოვაციებს, აქტიურად არის ჩართული მათ დანერგვაში.“

რაისა ლიპარტელიანი: „დღეს მთელი მსოფლიო სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვალებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური დინამიკისა, ფაქტია, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება. ამ თვალსაზრისით, კვლავ მშენებლობის სექტორი
ლიდერობს. მოუხედავად, საკანონმდებლო ცლილებებისა და აღსრულების მექანიზმის გაძლიერებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული მნიშვნელობა და გადამწყვეტი როლი თავად შრომითი ურთიერთობის მხარეების: დამსაქმებლებისა და დასაქმებულების და მათი
ორგანიზაციების თანამშრომლობა აქვს.

ამ თვალსაზრისით, აუცილებელია მხარეების ცნობიერების ამაღლება და ჩართულობა საკანონმდებლო სრულყოფის და აღსრულების პროცესში. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა
სექტორული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც მომავალში საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე მუშაობის ეფექტიანად გაგრძელების საშუალებას მოგვცემს".

შეხვედრა ორგანიზებული იყო ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის
ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი.

(NS)