მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით წარმოებული ახალი პროექტის მხარდამჭერია

61953066883de
BM.GE
17.11.21 21:31
824
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და პროექტ "სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების" ჯგუფის ლიდერმა, რიჩარდ როუზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება შედგა სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეგიდით , შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

აღნიშნულ კონსორციუმს საქართველოში Swisscontact-ის ჯგუფის ლიდერი, რიჩარდ როუზი წარმოადგენს. თანამშრომლობის მიზანია, ბიზნესის საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში, სოფლად სამშენებლო მასალების მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება.

“დიდი პატივია, ICCA-სთან თანამშრომლობა სოფლად სამშენებლო მასალების მიმწოდებელთა მხარდაჭერის საკითხებზე. ჩვენი ერთობლივი მისწრაფება, ნდობა და შეთანხმება მიმაჩნია, რომ არის პარტნიორობის მყარი საფუძველი. მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ კოლაბორაციის პირველი ეტაპს, რომლის ფარგლებშიც, მენტორინგის პროგრამის დახმარებით, შევისწავლით და აღმოვაჩენთ ინდუსტრიის პოტენციალს, იმისათვის, რომ შედეგად, მომავალში, გაუმჯობესდეს სამშენებლო მასალების მიწოდება საქართველოში", - განაცხადა Swisscontact-ის სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ჯგუფის ლიდერმა, რიჩარდ როუზიმ. 

ანა საბახტარიშვილი: “პანდემიის პირობებში სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ, რომელიც განსაკუთრებულად კრიტიკული იყო იმპორტირებულ მასალებთან მიმართებით, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მშენებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამშენებლო მასალები შეისყიდოს ადგილობრივი მწარმოებლისგან. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი მცირე კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც, სწორედაც რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.”

პროექტის პირველ ეტაპზე, განსახორციელებელი აქტივობები გულისხმობს სამშენებლო მასალათა მცირე მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც სამშენებლო კომპანიების მიერ განხორციელდება, ქოუჩინგის და მენტორინგის სისტემით. ამავე დროს, პროექტის განხორციელებამდე, დაიგეგმა მიზანშეწონილობის კვლევა, იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სეგმენტის საჭიროებები და პროგრამაში ჩართული პოტენციური სამშენებლო კომპანიების მზაობა, აღნიშნული პროცესებისადმი.