ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, გამართავს ონლაინღონისძიებას: საჯარო-კერძო დიალოგი - პროფესიული განათლება მშენებლობაში: თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივები და მშენებლობაში დასაქმების ონლაინფორუმი.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი გიორგი გამყრელიძე და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მონაწილეები ისაუბრებენ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში მის როლზე, ასევე ამ მიმართულებით სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებსა და ადამიანური კაპიტალის პასუხსა და გამოწვევებზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს.
დისკუსიის შემდეგ, ღონისძიების ონლაინსივრცე დაეთმობა უშუალოდ დასაქმების ფორუმს, რომლის ფარგლებშიც, წინასწარ დარეგისტრირებული სამშენებლო კომპანიები და პროფესიული განათლების მქონე ან პროფესიული პროგრამის მსმენელები და სტუდენტები შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო საკითხებზე გასაუბრებას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ჩატარების თარიღი და სეზონი შეირჩა სწორედ იმ აქტუალობიდან გამომდინარე, რაც სამშენებლო სამუშაოების სეზონის გააქტიურებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მაღალია მშენებლობაში კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა. ფორუმი ერთმანეთთან დააკავშირებს სამშენებლო კომპანიებსა და პროფესიული სამშენებლო განათლების მქონე პირებს, ამასთან, ხელს შეუწყობს ამ მიმართულების პროგრამების სტუდენტებს საკუთარი პროფესიით დასაქმებაში.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი