მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICDC, USAID-ის მხარდაჭერით, პროგრამის „სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ მეორე ფაზას იწყებს

63d7927f38036
BM.GE
30.01.23 13:46
475
ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მიზნით, „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში, იწყებს მასშტაბური სტაჟირების პროექტის მეორე ფაზას.

პროექტის ფარგლებში მოხდება 50-ზე მეტი პარტნიორი კერძო კომპანიის შერჩევა 5 სხვადასხვა სექტორიდან და 150 სტუდენტს/კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება და მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში იგეგმება დასაქმების ინოვაციური ციფრული პლატფორმის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს მუდმივ წვდომას დასაქმებისა და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე; აღსანიშნავია ისიც, რომ ICDC-ის მიერ ჩატარდება პროფესიული მასტერკლასები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პროექტის შედეგად, 150 სტუდენტი/კურსდამთავრებული შეიძენს სხვადასხვა დარგის საქმიანობის შესაბამის საჭირო ცოდნას, გამოიმუშავებს პროფესიულ კომპეტენციებსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმებას. ხოლო 50-ზე მეტი კომპანია კერძო სექტორიდან აღმოაჩენს ტალანტებს, გაძლიერდება ადამიანური კაპიტალით და დანერგავს სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამებს.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia .

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram

NS