მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იცით რატომ აფეთქდა სიტუაცია აჭარაში? ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა“

5f894e37e9662
ინგა მურუსიძე
16.10.20 11:38
11977
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამწუხაროდ, უკვე ქვეყანაში კარგა ხანი აღარ გვექნება 20-50-100-კაციანი სუფრები.

გამყრელიძე “TV პირველის” ეთერში, გადაცემა "პირველი ხაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში რესტორნების მფლობელებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველასი ესმის, თუმცა მხოლოდ 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანები რესტორანში წავიდნენ.

„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე გამარჯვების ილუზიის გაჩენას სახელმწიფომაც ხომ არ შეუწყო ხელი, გამყრელიძე პასუხობს: „მეც სახელმწიფო ინსტიტუტი ვარ, როდისმე ჩემგან დამამშვიდებელი სიტყვა გაგიგიათ? მე მითქვამს ოდესმე, რომ გავიმარჯვეთ? მე ყოველთვის მოგიწოდებდით და ახლაც მოგიწოდებთ - მშვიდად არ უნდა ვიყოთ“.