მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით 26 მოქალაქე გარდაიცვალა - 15 იანვარი

60013c6c15197
ინგა მურუსიძე
15.01.21 10:53
576
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მონაცემები განახლდა, რომლის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 მოქალაქე გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2893-ს შეადგენს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.