მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICR Group: "კომენდანტის გადაწევის საკითხი კრიტიკულია"

602cf5fe66870
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 14:52
1426
„აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კომენდანტის საათისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 23 საათამდე მოძრაობის გახანგრძლივების საკითხს კრიტიკულს უწოდებს და ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში ინფიცირების გაზრდის რისკებს ხედავს. ამის შესახებ კახა ხაზარაძემ დღეს პრემიერისადმი დარგთაშორის მიმართვის გაჟღერების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბიზნესმა 1 კვირის წინ პრემიერთან შეხვედრაზეც დააყენა.

„ბიზნესისა და პრემიერის შეხვედრაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხი დავსვით, რაც კომენდანტის საათის გადაწევას ეხება. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის 2 საათიანი „გეფი“ რომელიც დღეს მოსახლეობას აქვს 19:00-დან 21:00 საათამდე გადაადგილებისთვის საკმაოდ კრიტიკულია, იმიტომ რომ ამ პერიოდში საქართველოს არ გააჩნია ის სატრანსპორტო რესურსი, რომ კოვიდის რეგულაციების დაცვით მოხდეს ადამიანების ტრანსპორტირება, რის გამოც ჩვენ გამოვთქვით შიში და პრემიერს ვთხოვეთ რეგულაციებიდან გამომდინარე გაგვეზარდა „გეპი“ 2 საათის მაგივრად 4 საათით და კომენდანტის საათი გადაწეულიყო 23:00 საათამდე. იცით, რომ მიმდინარე კვირიდან ამას სკოლების გახსნაც დაემატა, ეს ნიშნავს რომ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა და თან არის უამინდობა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მტკივნეული იქნება და რისკები გაიზრდება. ამიტომ საკმაოდ კრიტიკულია, რომ ტრანსპორტის გადაადგილების დრო გაიზარდოს 21 საათიდან 23 საათამდე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რითეილ სექტორის საახალწლო გამოციდლებასა და დარგის მიერ რეგულაციების სწორად შესრულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა:

„ბიზნესს შეუძლია რეგულაციების მართვა, თუ მასთან სწორი კომუნიკაციაა. დღეს ბრიფინგს ვატარებთ იმის გამო, რომ განვიცდით კომუნიკაციის ნაკლებობას და ბიზნესის ჩართულობას როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლაში“.