ყველაზე დიდი დარტყმა კვების ბიზნესზე მივიღეთ, ვინაიდან ტურისტების ნაკადის შემცირება ამ ბიზნესზე აისახა, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ ICR ჯგუფის დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არაერთი კვების ობიექტი დახურვის პროცესშია.
„ვფიქრობდით, რომ წლის ბოლოს დაგვეხურა ობიექტები, მაგრამ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, ალბათ წლის ბოლომდეც გაგვიჭირდება ამ ბიზნესის შენარჩუნება. არსებული რეგულაციები, კომენდანტის საათი და ა.შ ართულებს სიტუაციას“, – აღნიშნა მან.
კახა ხაზარაძის თქმით, საუბარია ორ კვების ობიექტზე, ესენია: ქართული რესტორნების ქსელი „ტაბლა“ და იტალიური „პომოდორისიმო“, რომელიც „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემდეგ ზარალზეა.
„საკმაოდ რთული პროგნოზებია კვების ბიზნესში. ჩემ გარდა, კვების ასოციაციამაც გაუსვა ამას ხაზი. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამ ნაწილში მთავრობასა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია არ არის... ახალი შეზღუდვები ზოგადად გაუგებარია, იმიტომ რომ კვების ობიექტები ისედაც 22:00 საათზე იკეტებოდა. ამ დროიდან დილის ხუთ საათამდე დაკეტვა გაუგებარია... ჩვენ ლოჯისტიკურ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან მიტანის სერვისებზე წვდომა გვირთულდება, თანამშრომლების ადრე გაშვება გვიწევს და მათი გადაადგილებაც პრობლემატურია“, – განაცხადა ICR ჯგუფის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის: ICR ჯგუფის ერთ-ერთი ბრენდული მაღაზია „პარფოისიც“ დაიხურა. „დანარჩენ ბიზნეს მიმართულებებში ანალიზის პროცესში ვართ. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან თვიდან თვემდე გვიწევს [ახალი] გადაწყვეტილების მიღება“, – დასძინა კახა ხაზარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი