მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICR: სექტორის პერსპექტივა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული, თუმცა აქ საკმაოდ პესიმისტური სურათია

60238e39ba3a1
ლიკა გურაბანიძე
10.02.21 15:05
779

“2020 წელს შემოსავლის 40%-იანი კლება გვქონდა”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესისთვის მომდევნო ორი თვე ისედაც რთულია და ამას რეგულაციებით მუშაობაც ემატება, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

“პრობლემაა შაბათ-კვირის გარეშე მუშაობა, თუ ადრე შოპინგი თერაპია იყო, დღეს ეს მხოლოდ საჭიროებად იქცა.
იანვარი და თებერვალი ჩვენი სექტორისთვის ყოველთვის რთულია, რადგან ამ დროს ფასდაკლებების პერიოდია და ზამთრის პროდუქციას ვყიდით, რათა ახალი სეზონისთვის მოვემზადოთ. დღეს ჩვენ ბრუნვა არ გვაქვს და თანამშრომლების ტრანსპორტირებას საკუთარი არხებით ვახორციელებდით. 2020 წელს შემოსავლის 40%-იანი კლება გვქონდა, რაც კრიტიკული მაჩვენებელია, ხოლო წელს იმის მესამედს მივიღებთ, რაც დაგეგმილი გვქონდა”, - განმარტა ხაზარაძემ.

როგორც კახა ხაზარაძემ განმარტა, სექტორის პერსპექტივა მოსახლეობის ვაქცინაციაზეა დამოკიდებული, თუმცა აქ საკმაოდ პესიმისტური სურათია.

“ჩვენ ვაქცინის შემოტანას ველოდებით მარტში და მეტი გეგმა არ გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის კომერციალიზაცია მოხდეს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ვაქცინის შეძენა მწარმოებლებისგან კომერციულ ფასში პირდაპირ ბიზნესის მხრიდან მოხდეს. მე მოსახლების 60%-ში ვერ მოვხვდები, მაგრამ უნდა მქონდეს საშუალება, ვაქცინა გავიკეთო, სწორედ ამიტომ კომერციულ ვაქცინაზე წვდომა უნდა მქონდეს”, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.