18.ივლისი .2020 21:05

იდეა იყო, რომ უნდა ვყოფილიყავით ყველგან - ქართული ბურგერების კომპანიამ პირველი ფრენჩაიზი გაყიდა

views 1959
უკან

ქართული ბურგერების კომპანიამ პირველი ფრენჩაიზი გაყიდა. ამის შესახებ BM.GE-თან კომპანია GOCHIT’S BURGER-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი გოჩიტაშვილმა განაცხადა. როგორც გოჩიტაშვილი ამბობს, პირველი ფრენჩაიზი ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ხოლო მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ორ ქვეყანასთან, კერძოდ, უკრაინასთან და ესპანეთთან.

“ნებისმიერი საბურგერე რომ აიღო, ხშირად რაიმე ბრენდის ანალოგია. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ჩვენია, ჩვენ მოვიფიქრეთ და გაამართლა. ხალხმა პროდუქტი კარგად მიიღო. თავიდანვე იდეა იყო, რომ უნდა ვყოფილიყავით ყველგან, საქართველოდან დაწყებული საქართველოს საზღვრებს გარეთ. პირველი ფრენჩაიზი უკვე გავეცით თბილისში, გლდანში, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება.

მოვიდნენ სრულიად უცხო ადამიანები, გვკითხეს როგორ უნდა ეთანამშრომლათ ჩვენთან. შევთავაზეთ ასეთი იდეა და დაინტერესდნენ. დეპოზიტი არ გვაქვს, ვფიქრობთ, ყველაზე კარგს ამას ვაკეთებთ, არ ვართმევთ თანხას გახსნაში, ჩვენს სარგებელს, რა თქმა უნდა, ვნახულობთ, მაგრამ ეს არის მიზერული. ჩვენი მიზანია, ვიყოთ აბსოლიტურად ყველგან. სხვადასხვა ქვეყნებიდანაც არის დაინტერესება და აუცილებლად ძალიან მალე ჩვენს ბურგერებს შეხვდებით სხვა ქვეყნებშიც. ამ ეტაპზე მიდის საუბარი ობიექტების გახსნაზე ბარსელონასა და კიევში", - ამბობს გიორგი გოჩიტაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა