30.ივლისი .2021 13:06

იდეალური იქნება, თუ თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ - ამირან გამყრელიძე

იდეალური იქნება, თუ თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ - ამირან გამყრელიძე
views 2853
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კულტურის წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერადად აცრილი ადამიანი და არ მივიდეს, თუკი ის აცრილი არ არის ან მივიდეს ისე, რომ ორჯერადად გაიტესტოს.

ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გაბუნიას თქმით, თუ გვინდა პანდემია დავამარცხოთ, მომდევნო სამი თვე არის გადამწყვეტი.

„დღეისთვის სულ ჩატარებულია 450 ათასი აცრა, აქედან 149 ათასი არის ორჯერადად აცრილი. ერთხელ აცრილია 300 ათასზე მეტი. ბოლო დღეებში აცრების საშუალო, დღიური მაჩვენებელი გვაქვს 15 ათასამდე, რაც კარგია ანუ ივნისში დაგეგმილზე 4-ჯერ მეტია, მაგრამ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა ანუ საშუალოდ, აგვისტოში დღიურად უნდა ჩატარდეს 20-25 ათასი აცრა.

ყველა უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი. იდეალური იქნება, თუკი თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს. შემდეგი სამიზნე არის 800 ათასი აცრა ყოველთვე, რაც ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში დღეში უნდა აიცრას 26 ათასი ადამიანი და მესამე არის მოკრძალებული მაჩვენებლები ან ეს არის 600 ათასი აცრა ყოველთვიურად ამ სამი აქტიური თვის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.