მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ბიზნესში დასაქმებულთა ტესტირებას აპრილშიც დააფინანსებს - NCDC-ის ხელმძღვანელი

605c537b9af3f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 13:26
851
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ანტიგენით ტესტირების დაფინანსებას აპრილშიც გააგრძელებს.

„ეს გაგრძელდა მაისამდე და სახელმწიფო აფინანსებს მოლებში, მასწავლებლებში .... სწრაფი ანტიგენით ტესტირებას სახელმწიფო ანაზღაურებს“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე და საზოგადოებას კერძო სექტორში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„დღეს ქვეყანაში ჩატარებულია 25 678 ტესტი. დამატებით ჯგუფებში:  ტაქსის მძღოლებში დადებითობის მაჩვენებელი - 0.4%-ია; ბაზრობის მოვაჭრეებში - 0.2%; რელიგიის მსახურებში - 0.8%; მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში - 0.2%; სკოლის და ბაღის პედაგოგებში - 0.2%, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ეს კატეგორიები იცავენ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კითხვაზე - იმსახურებენ თუ არა ეს ჯგუფები კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა: „არ გვინდა, ჩვენ ისეთი ნოემბერ-დეკემბერი გამოვიარეთ, რომ კარგი გამოთქმაა მოჩქარეს მოუგვიანდესო“.