მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იძებნება მილიონერი - "ლოტო 6/42"-ში ჯეკპოტი -1 182 454 ლარი გათამაშდა

5e2817966a735
თელარა გელანტია
22.01.20 13:34
15026
კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ამ დრომდე ეძებს ადამიანს, რომელმაც მოიგო „ლოტო 6/42“- ის მილიონიანი ჯეკპოტი.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

„ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული რიცხვებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.

„თუ თქვენ გუშინ საღამოს „6/42“ ლოტოს გათამაშებისთვის ბილეთი შეავსეთ, სადაც ზემოთ დასახელებული ციფრები მიუთითეთ, თუმცა არ გიყურებიათ გათამაშებისთვის პირდაპირ ეთერში და არ შეგიმოწმებიათ რიცხვები სოციალური ქსელის, საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 032 2 00 77 00!

საქართველოს ახალი მილიონერი თავისუფლად შეიძლება, იყოთ თქვენ! აუცილებლად მოძებნეთ შევსებული ბილეთი: ყველა ჯიბეში, ყველა ჩანთასა თუ სურსათის პარკში და სასწრაფოდ შეამოწმეთ ამოსული რიცხვები! გუშინ „ლოტო 6/42“-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო და ჩვენ მას ამ დრომდე ველით! იყავით შემდეგი, ითამაშეთ ლატარია! „ლოტო 6/42“-ის ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე: https://lotto.ge/games/lotto-6-42 “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
NS