მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირიფრუტი”: ტურისტების არარსებობა ბიზნესის განვითარებაზე რთულად აისახა

604b334ac5940
ლიკა გურაბანიძე
14.03.21 10:00
950

“გასულ წელს ბიზნესიდან მიღებული თანხა სრულად მის განვითარებაში ჩავდეთ.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” კომპანია "ჩირიფრუტის" დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წელი კომპანიისთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა, რადგან ის ორიენტირებული ძირითადად ტურისტებზეა.

“ტურისტებს ადგილობრივებზე მეტი მსყიდველუნარიანობა აქვთ, ხოლო გასულ წელს ტურისტები არ გვყავდა, ამან კომპანიის შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია. მიღებული თანხის ბიზნესში ჩაბრუნებამ ჩვენი კომპანიის გადარჩენა შეძლო, გასულ წელს სწორედ ეს დაგვეხმარა, რომ ჩვენი კომპანია არ გაჩერებულიყო.” - აღნიშნა ჯიქიამ.

თუმცა მიუხედავად სირთულეებისა, სწორედ 2020 წელს კომპანიამ სატესტო მოცულობებით ინგლისში გასვლა შეძლო.

“მარწყვის და ჟოლოს ტყლაპის ორი პარტია გავიტანეთ და ინგლისში ჩვენთან სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ სურთ. მოცულობების ზრდისთვის ტექნოლოგიურად დახვეწა და განვითარება გვჭირდება.” - განაცხადა სოფო ჯიქიამ.

“ჩირიფრუტი” ხელნაკეთი ჩირის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 60-მდე სახეობის ჩირს, მათ შორის შოკოლადში ამოვლებულ ჩირს აწარმოებს. კომპანიამ 2020 წელს დაახლოებით 30 ტონა ჩირი აწარმოა. წარმოებული პროდუქცია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.