24.იანვარი .2020 20:39

„იფქლი დიღომი“ პურ-ფუნთუშეულის წარმოების გაფართოებას გეგმავს

views 343
უკან

"იფქლი დიღომ" პურ-ფუნთუშეულის წარმოების გაფართოებას აპირებს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია „იფქლი დიღომის“ დირექტორმა ნისან იოსებაშვილმა განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ კომპანია „იფქლი დიღომმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზაციო ქონებიდან დიღომში არსებული 2 992 კვ.მ და 13 761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ჯამში 4 262 000 ლარად შეიძინა.

როგორც ნისან იოსებაშვილი აცხადებს, მათ ამ ობიექტების შესაძენად ბანკიდან სესხი აიღეს და წარმოების გაფართოებას მხოლოდ ამ სესხის დაფარვის შემდეგ შეძლებენ.

„სიმართლე გითხრათ სახელმწიფო ქონების შესაძენად კრედიტი გამოვიტანეთ ბანკიდან და თავდაპირველად ეს კრედიტი უნდა დავფაროთ, იმიტომ რომ წარმოების გაფართოებას სახსრები სჭირდება, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენს პრივატიზებულ ქონებაში ინვესტიციის ჩადებას“, - ამბობს „იფქლი დიღომის“ დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო აუქციონით კომპანიას არანაირი ვალდებულება არ ეკისრება.

„აუქციონში არანაირი ვალდებულება არ იყო ჩადებული. ფასი რაც იყო აქციონზე ძალიან მოიმატა, მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ამ ფართის შესყიდვით და მაინც ვიყიდეთ.

ვნახოთ როგორ განვითარდება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობთ 2021-2022 წლებში დავიწყებთ მშენებლობას, რაშიც 5 მლნ ლარამდე ინვესტიციას ჩავდებთ.

საუბარი იმაზე რამდენად გაფართოვდება ჩვენი წარმოება ჯერ ადრეა. ბანკის პროცენტს გრაფიკის მიხედვით თუ გადავფარავთ, მერე უკვე საუბარი დეტალებზე ადვილი იქნება“, - განმარტა იოსებაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა