10.ივნისი .2020 13:11

იღებს თუ არა მითითებებს გახარია ივანიშვილისგან? - პრემიერის პასუხი

views 429
უკან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მითითებებს არ იღებს.

საქმე იმაშია, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ერთპიროვნული მმართველობა კარგი არ არის და უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, "რაღაც პერიოდში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან  "თავისუფლება ჰქონდა ხოლო მერე, რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცეები და ჩაერია ძალიან აქტიურად“.

„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ყველამ თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე აკეთოს განცხადებები", თქვა პრემიერმა გახარიამ. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა მითითებებს აძლევს მას ივანიშვილი, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

„ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს. თუ ვინმე რაიმე მითითებებს მაძლევს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა და ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა ჩვენს შეხვედრას, თათბირს, ყველანი ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი იცით“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა