მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში - მინისტრი

625811abac54f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.22 16:20
1126
სურსათის მიმართულებით კვლევების გაძლიერების მიზნით, 2022-25 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სამინისტროს მუშაობის შეჯამებისას და სამომავლო ხედვებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევების ჩატარება თაფლის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და ასევე, ძირითად უვნებლობის პარამეტრებზე უკვე შესაძლებელია, რომლებიც შესაბამისი რეგულაციებით არის გათვალისწინებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა, მეწარმეებმა ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო სანდო, ვალიდური კვლევები ადგილზე მიიღონ. თაფლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე იქნა დაშვებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ბოლო წლებში, ლაბორატორიაში განახლდა 150 და დაინერგა 98 ახალი სტანდარტი.

„დაგეგმილია სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის რეფერენს სტატუსის მიღება, რომელიც მოახდენს სადაო კვლევების გადამოწმებას. ამასთანავე, ლაბორატორია მონიტორინგს გაუწევს ქვეყანაში მოქმედ ლაბორატორიებს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვასა და პროფესიული გამოცდების ჩატარებაში“, - განაცხადა მან.