მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა კრიპტოვალუტების რეგულირება? - პაპუნა ლეჟავას პასუხი

6183e92c39a13
ინგა მურუსიძე
04.11.21 22:17
962
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი გეგმავს, კრიპტოვალუტების რეგულირება ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს.

„მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით ვაპირებთ გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ მთავრობას და პარლამენტს. დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომუშავებას ან მოვაჭრეებს, რადგან ზოგადად, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტოვალუტები. სამომავლოდ, გვინდა, რომ ფულის გათეთრების ჩარჩო, რომელიც ეხება სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს, შეეხოს კრიპტოვალუტებსაც“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.