მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა რეგულაციების გამკაცრება? - თამარ გაბუნიას პასუხი

609267f780a89
ინგა მურუსიძე
05.05.21 13:44
1659
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების მექანიზმის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. ასე უპასუხა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - გეგმავს თუ არა მთავრობა შეზღუდვების კიდევ გამკაცრებას.

"ის რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, უნდა აღსრულდეს და რაც მთავარია, რეგულაციების გამკაცრებას, აღსრულების მექანიზმის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. კარგია ის, რომ გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი - ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტმა 70%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ  ინფექციის გავრცელება თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა მან.

თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მიერ წესების დაცვა, მათ შორის სოციალური ღონისძიებებისგან თავის არიდება.

"სამწუხაროდ, შრომის ინსპექციას ისევ და ისევ უხდება მოქალაქეების და ბიზნესის დაჯარიმება იმის გამო, რომ ჩატარდა ქორწილი ან სხვა ღონისძიება, სადაც ბევრი ადამიანის თავშეყრა იყო, რაც ეპიდემიის გავრცელების ხელშეწყობას იწვევს", - განაცხადა გაბუნიამ.