მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0.7%-ით გაიზარდა

62e3b62329f04
გიორგი თოლორდავა
29.07.22 18:00
788
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა, პირველ კვარტალთან შედარებით, 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ევროზონის ეკონომიკა წლიურ ჭრილში 3.4%-ით უნდა გაზრდილიყო, კვარტალურში კი - 0.1%-ით, თუმცა ევროსტატის მიერ დღეს გასაჯაროებული მონაცემები მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპერტების პროგნოზს.

მიმდინარე წლის ივლისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.9%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა.

რეკორდული ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ათწლეულში პირველად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მეოთხე კვარტლიდან ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაში გადავა, თუმცა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც წლის ბოლოსთვის მშპ-ის 2.6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

შედარებისთვის, 2022 წლის I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.6% შემცირდა; II კვარტალში კი მშპ-ის კლების მაჩვენებელმა -0.9% შეადგინა.