მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 2.6%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

5f3d06b5a89f4
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.20 18:10
861
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2020 წლის მეორე კვარტლის სოფლის მეურნეობის მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა და 1.0 მლნ სული შეადგინა:

- ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია;


- ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა;



- ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს;



- ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა და 12.5 მლნ ფრთას მიაღწია.