24.იანვარი .2023 20:48

III კვარტალში 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა რიცხვი შემცირდა - PMC

III კვარტალში 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა რიცხვი შემცირდა -  PMC
views 4637
უკან

PMC კვლევით ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობამ, რომლებიც ხელფასს იღებენ, 893 ათასი შეადგინა. აქედან 195 ათას ადამიანს 0-599 ლარი ჰქონდა.წინა კვარტალთან შედარებით 16 ათასით არის ეს რიცხვი შემცირებული, რაც 7.5%-ით შემცირებას ნიშნავს.

III კვარტალში ყველაზე მეტი საშუალოდ 268 ათას პირს 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა ხელფასი. წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით 20 ათასით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ხელფასის ოდენობა 2400+ ლარის კატეგორიაში იყო.

რაც შეეხება 2021 წლის III კვარტალს, 0-599 ლარი მიმღებთა რიცხვი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით დაახლოებით 43 ათასით არის შემცირებული. ამას გარდა, 2021 წლის III კვარტალში 600-1199 ლარის კატეგორიაში ყველაზე მეტი 262 ათასი ადამიანი იღებდა ხელფასს, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ყველაზე მეტ ადამიანს [268 ათასი] 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა.



2022 წლის დეკემბერის მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა