30.ნოემბერი .2022 18:45

III კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

III კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
views 658
უკან

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს და 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება სტატისტიკის ფედერალური სამსახურის წინასწარ შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1.6%-ით შემცირდა; მეორე კვარტალში კი ვარდნის მაჩვენებელი 0.6%-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს განმარტებით, 2.9%-იანი ეკონომიკური ზრდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებითა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

ექსპერტების შეფასებით, დღეს გასაჯაროებულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის და არსებობს იმის შანსიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის მოთოკვის ამოცანას თავი ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შეფერხების გარეშეც გაართვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა