04.დეკემბერი .2020 12:15

III კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 0.6%-ით გაიზარდა, წარმადობა კი 8.8%-ით შემცირდა

III კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 0.6%-ით გაიზარდა, წარმადობა კი 8.8%-ით შემცირდა
views 220
უკან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საწარმოთა საქმიანობის 2020 წლის III კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, III კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 0.6%-ით გაიზარდა, წარმადობა კი 8.8%-ით შემცირდა.

2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 0.6 %-ით გაიზარდა და 29.2 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ბრუნვის 57.1% - მსხვილ ბიზნესზე, 17.7% - საშუალოზე, ხოლო 25.2% - მცირე ბიზნესზე მოდის.

რაც შეეხება სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელს, მისი მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში 11.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 %-ით ნაკლებია.

მთლიანი ბრუნვიდან განსხვავებით პროდუქციის მთლიანი გამოშვების მაჩვენებლების ბიზნესის ზომის მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 40.3%, საშუალოზე - 27.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1%.

ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურებისა გაყიდვები შემცირდა.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის III კვარტალში 16.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ით ნაკლები. გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 9.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წელთან შედარებით 4.7%-ითაა შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა