კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეიმედმა“ - 5.9 მილიონი ლარის ოდენობით, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო „ტელეკომპანია პირველმა“ - 1.9 მლნ ლარი.
1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა „პოსტივის“; „ფურმულამ“ კი - 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 0.9 მილიონი ლარის რეკლამა ჰქონდა „სილქნეტს“, „ჯიდიეს თივიმ“ კი 0.8 მილიონი ლარის, ხოლო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 0.6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა.
მარეგულირებელის ინფორმაციითვე, 2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და ჯამში, 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირ რეკლამა წარმოადგენს.
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მესამე კვარტალში რადიოების სარეკლამო შემოსავლები 4%-ით შემცირდა და 1.77 მილიონი ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მიიღო - 984.2 ათასი ლარის ოდენობით, 180.2 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდა „რადიო იმედს“, 105.9 ათასი ლარი მიიღო „რადიოცენტრი პლუსმა“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო