მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ikea ტოკიოში მდებარე ბინას 1 დოლარად აქირავებს

61a4c9359d23b
ნათია თაქთაქიშვილი
30.11.21 00:30
1139
მსოფლიოში ცნობილი შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანია Ikea ტოკიოში მდებარე პატარა ბინას სიმბოლურ თანხად გააქირავებს, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა. მის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც Ikea აცხადებს, ბინის ფართი მხოლოდ 10 კვადრატულ მეტრს შეადგინეს, და ის დაახლოებით თვეში 1 დოლარად გაქირავდება. აღსანიშნავია, რომ პირს, რომელიც ბინის დაქირავებას გადაწყვეტს, კომუნალური ხარჯების დაფარვა თავად მოუწევს.

ავეჯის მწარმოებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბინა დიდი არ არის, ის საკმაოდ კომფორტულია და მთლიანად Ikea-ს ავეჯით და აქსესუარებით არის მოწყობილი. კომპანია ბინის დაქირავების მთავარ პირობად დამქირავებლის ასაკს ასახლებს, Ikea-ს თქმით მისი ასაკი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

გამოცემა წერს, რომ ბინის დაქირავების მსურველებმა კომპანიას შესაბამისი განცხადება 3 დეკემბრამდე უნდა გაუგზავნოს. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ბინის დაქირავებას აღნიშნული ღირებულებით 2023 წლის 15 იანვრამდე შეძლებს.

CNN-ის ცნობით, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Ikea უძრავი ქონებით ინტერესდება, კომპანიას აქვს ერთობლივი საწარმო BoKlok-ი შვედურ სამშენებლო კომპანია Skanska-სთან ერთად, რომელიც სახლებს შვედეთში, ფინეთსა და ნორვეგიაში აშენებს.