დღეს, 5 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების თანახმად, მშენებლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ტექნოლოგიური კომპანია IBA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე და “ქართუ ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ასევე განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
განათლების სამინისტროს მიერ 2021 წლის დეკემბერში გავრცელებული განცხადების მიხედვით, ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომელთა შესყიდვის ღირებულებასაც 40 მილიონი ევროს ოდენობით სწორედ “ქართუ ფონდი” აფინანსებს.
“ქართუ ფონდსა და IBA-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს გაფორმდა, რომლითაც ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
IBA-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.
2022 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიკარაძე სწორედ ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებას უხელმძღვანელებს.
Proteus®ONE - ადრონული თერაპიის ცენტრი:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი