მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იკრძალება თუ არა რელიგიური რიტუალები საგანგებო მდგომარეობისას? - ომბუდსმენის განმარტება

5e7627cebe163
BM.GE
21.03.20 18:38
1612
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, არის თუ არა სავალდებულო საგანგებო მდგომარეობის დროს რელიგიური რიტუალების შეწყვეტა.


საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი", რომელიც პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ:

"მუხლი 5.

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;..."

- შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის

- სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის! 

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც",- ამბობს ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა. ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.