მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

6353df04e4b3e
BM.GE
22.10.22 16:30
494
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, ფანაგა-ლასდილის და მელე-ფანაგას მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა.

"თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ156-კმ157 (ფანაგა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ156 (მელე-ფანაგა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.