მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნი ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობას იწყებს

60543ecb26736
ინგა მურუსიძე
19.03.21 10:12
1990
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაქცინაციის კამპანიაზე მუშაობას იწყებს. უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი დღეიდან საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას ვაქცინაციის მნიშვნელობისა და სიკეთეების შესახებ. 

„დღეიდან, ილიას უნივერსიტეტი იწყებს მუშაობას კამპანიაზე, რომლის უახლოესი მიზანიც იქნება ვაქცინაციის მნიშვნელობისა და სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად შევეცდებით, ერთმანეთს შევუთანხმოთ მეცნიერული მონაცემების სიზუსტე და პოპულარიზაციისათვის აუცილებელი სინათლე და თვალსაჩინოება.

ოღონდ არ გვინდა, რომ ეს იყოს მხოლოდ შიდასაუნივერსიტეტო ინიციატივა - გვინდა ვითანამშრომლოთ სხვა ინსტიტუციებთან, იქნება ეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამოქალაქო თუ მედია. დარწმუნებულები ვართ, რომ შეიძლება დიდი საერთო კამპანიის გაკეთება, რომელიც საგრძნობლად შეცვლის ვაქცინაციის მიმართ განწყობებს ქვეყანაში.

მაგრამ უფრო შორს მიმავალი მიზანიც გვაქვს - მეცნიერების პოპულარიზაციისთვის სრულიად ახალი ინტენსივობის და მნიშვნელობის მინიჭება. მეცნიერება ბევრად უფრო ძლიერად უნდა შევიდეს ყველა სფეროში - ჯანდაცვა იქნება ეს, თუ ურბანული დაგეგმარება, ეკონომიკა თუ ეკოლოგია. შეუძლებელია ასე ცხოვრების გაგრძელება და გადაწყვეტილებების ისე მიღება, თითქოს უკვე უზარმაზარი ცოდნა არ იყოს დაგროვილი, რომელიც გამოყენებას ელის.

უნივერსიტეტების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ამ ცოდნის საზოგადოებისათვის მიწოდება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ მხრივ ათჯერ და ათასჯერ მეტი გვაქვს გასაკეთებელი. გაგვიხარდება, თუ უნივერსიტეტებს მიღმა მყოფი ადამიანებიც და სხვა ინსტიტუციებიც მოისურვებენ თანამშრომლობას“, - წერს ზედანია facebook-ში თავის გვერდზე.