მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ILO: კორონავირუსის გამო, შესაძლოა მსოფლიოში 25 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაიკარგოს

5e7330c4008bf
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.20 12:52
1366
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა და შრომითმა კრიზისმა, შესაძლოა, სამუშაო ადგილების ოდენობა 25 მილიონით შეამციროს. ამის შესახებ გაერო-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

საერთაშორისო ორგანიზაციის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, გლობალური უმუშევრობა 5.3 მილიონით გაიზრდება, ხოლო პესიმისტურით - 24.7 მილიონით.

გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს. ცნობისთვის, აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, სამუშაო ადგილების დაკარგვა შემოსავლების შემცირებას ნიშნავს. კვლევის მიხედვით, შემოსავალი 2020 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 860 მილიარდი აშშ დოლარიდან- 3.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შემცირდეს. ეს გამოიწვევს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას, რაც თავისთავად დააზარალებს ბიზნესს და ეკონომიკას.

„ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა. ამას მსოფლიომ უნდა დაუპირისპიროს საგადასახადო შეღავათები, ფინანსური დახმარების პაკეტები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.