მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ILO-ს სამი სცენარი - რა რაოდენობის თანხას იზარალებენ დასაქმებულები წლის ბოლომდე

5e84c5b09bf59
ანუკა ჯოხაძე
02.04.20 00:10
952
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთ-ერთი სცენარით, მსოფლიოში პანდემიის ფონზე დასაქმებულები ჯამურად 3,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს დაკარგავენ.

ორგანიზაციამ საერთო ჯამში სამი ძირითადი სცენარი წარმოადგინა, პირველი სცენარის შემთხვევაში 2020 წლის ბოლოსთვის შემოსავლების სრული ოდენობა 860 მილიარდი ამერიკული დოლარით შემცირდება.

მეორე სცენარის შემთხვევაში დანაკარგი 1,7 ტრილიონი ამერიკული დოლარი იქნება, ხოლო მესამე სცენარში შემოსავლების 3,4 ტრილიონი ამერიკული დოლარით შემცირებაა მოსალოდნელი.