მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი: 6 საათი მძინავს, უფრო ნაკლებიც ვცადე, თუმცა პროდუქტიულობა შემცირდა

602aae22bd0bc
თამთა ჯიჯავაძე
16.02.21 00:19
2118
მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ახლა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, აცხადებს, რომ მას მთელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათი სძინავს.

„ძალიან ბევრს ვმუშაობ. როგორც წესი, 1-2 საათამდე შეხვედრებზე ვარ სამსახურში. შაბათს და კვირას ძირითადად არა, თუმცა ხანდახან მიწევს“, – აღნიშნა მასკმა, რომელიც აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის და ელექტრომწარმოებელი Tesla-ს დამფუძნებელია.

„ვეცადე უფრო ნაკლებ ხანს დამეძინა, თუმცა შემდეგ უკვე პროდუქტიულობა მცირდება. მივხვდი, რომ უფრო მეტი ძილი მინდოდა, ვიდრე ექვსი საათი“, – დასძინა მან.

როგორც მილიარდერი ამბობს, მას კვირის განმავლობაში ასზე მეტი საათიც კი უმუშავია. მისივე თქმით, ზოგჯერ Tesla-ში საკუთარ სამუშაო ოთახში მაგიდის ქვეშაც დაუძინია.

„იყო დრო, კვირების განმავლობაში, როდესაც ზუსტად არ დამითვლია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა, შემდეგ ვმუშაობდი, შემდეგ ისევ რამდენიმე საათი ძილი, ისევ ვმუშაობდი და ასე კვირაში შვიდი დღე“, – ამის შესახებ ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა.

მილიარდერი აღიარებს, რომ ასეთი რეჟიმი სულაც არ არის ჯანსაღი.

„არავინ არ უნდა დაუთმოს ამდენი საათი მუშაობას. არ არის რეკომენდებული. კვირაში თუ 120 საათს იმუშავებ, ცოტა არ იყოს შეშლილად გადაიქცევი“, – განაცხადა მასკმა 2018 წელს.