მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის, TruthGPT-ის შექმნას გეგმავს

643e7984ed079
გიორგი თოლორდავა
18.04.23 15:15
2040
უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომლის სახელწოდება TruthGPT იქნება და ის კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის ხელოვნურ ინტელექტებს გაუწევს.

მასკის განმარტებით, TruthGPT-ს მთავარი დანიშნულება სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების აღმოჩენა და შეკითხვებზე დანამდვილებით სწორი პასუხების გაცემა იქნება, რაც ამ ეტაპზე OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT-ის ინტერესებში არ შედის.

„ეს იქნება მაქსიმალური ჭეშმარიტების მაძიებელი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეეცდება სამყაროს ნამდვილი ბუნება შეისწავლოს. ვიმედოვნებ, რომ TruthGPT უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ზიანს“, - ამბობს მილიარდერი მეწარმე.

ხელოვნური ინტელექტის შექმნის გარდა, ილონ მასკი ახალი სუპერ აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს, რომლის სახელწოდება “X” იქნება. ამ მიზნის მისაღწევად მასკმა უკვე შეიძინა სოციალური პლატფორმა Twitter-ი და შესაბამისი სახელწოდების კომპანიაც დაარეგისტრირა - X Corporation.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მასკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მძლავრი კომპიუტერები და ვიდეო ბარათები შეიძინეს, მათ შორის NVIDIA-ს ისეთი ჩიპები, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გამოიყენება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.