Tesla-ის დამფუნძნებლის, ილონ მასკის ქონება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 24,9 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ამერიკული Forbes წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლით ბიზნესმენი, ლიდერია იმ მილიარდერთა სიაში, რომელთა კაპიტალი, აშშ-ს საფონდო ბირჟის ვარდნის ფონზე ყველაზე მეტად შემცირდა. ამის მიუხედავად მასკი Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერ პოზიციაზე რჩება.
Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა კი, ერთ კვირაში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა და სიის მეორე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო მეორე პოზიცია LVMH-ის ხელმძღვანელს, ბერნარ არნოს ერგო, რომლის ქონება 4,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება $10 მილიარდით შემცირდა, ხოლო Google-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა $7,5 და $7,2 მილიარდი, დაკარგეს. Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი კი $7.5 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უორენ ბაფეტმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში $6.4 მილიარდი დაკარგა.
კვირის “დამარცხებულებს” შორის, Forbes USA-მა გამოყო ასევე Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი, რომლის ქონება 22%-ით, ანუ 5,2 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
გარდა ამისა, პარასკევს, მას შემდეგ რაც კომპანია Netflix-მა მეოთხე კვარტლის ანგარიშში აღიარა, რომ მზარდი კონკურენცია ზიანს აყენებს მის ზრდას, მისი აქციებიც შემცირდა, 20%-ით, ხოლო ერთ-ერთი თანადამფუძნებლისა და სტრიმინგის სერვისის ხელმძღვანელის, რიდ ჰასტინგსის ქონება მილიარდი დოლარით დაეცა და 4,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ