23.იანვარი .2022 22:00

ილონ მასკი ლიდერია მილიარდერებს შორის, რომელთა კაპიტალი ყველაზე მეტად შემცირდა – Forbes

ილონ მასკი ლიდერია მილიარდერებს შორის, რომელთა კაპიტალი ყველაზე მეტად შემცირდა – Forbes
views 1843
უკან

Tesla-ის დამფუნძნებლის, ილონ მასკის ქონება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 24,9 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ამერიკული Forbes წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლით ბიზნესმენი, ლიდერია იმ მილიარდერთა სიაში, რომელთა კაპიტალი, აშშ-ს საფონდო ბირჟის ვარდნის ფონზე ყველაზე მეტად შემცირდა. ამის მიუხედავად მასკი Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერ პოზიციაზე რჩება. 

Amazon-ის დამფუძნებელმა,  ჯეფ ბეზოსმა კი, ერთ კვირაში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა და სიის მეორე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო მეორე პოზიცია LVMH-ის ხელმძღვანელს, ბერნარ არნოს ერგო, რომლის ქონება 4,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება $10 მილიარდით შემცირდა, ხოლო Google-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა $7,5 და $7,2 მილიარდი, დაკარგეს. Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი კი $7.5 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უორენ ბაფეტმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში $6.4 მილიარდი დაკარგა. 

კვირის “დამარცხებულებს” შორის, Forbes USA-მა გამოყო ასევე Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი, რომლის ქონება 22%-ით, ანუ  5,2 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

გარდა ამისა, პარასკევს, მას შემდეგ რაც კომპანია Netflix-მა მეოთხე კვარტლის ანგარიშში აღიარა, რომ მზარდი კონკურენცია ზიანს აყენებს მის ზრდას, მისი აქციებიც შემცირდა, 20%-ით, ხოლო ერთ-ერთი თანადამფუძნებლისა და სტრიმინგის სერვისის ხელმძღვანელის, რიდ ჰასტინგსის ქონება მილიარდი დოლარით დაეცა და 4,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.