24.თებერვალი .2021 23:00

ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კარგავს

ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კარგავს
views 329
უკან

Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კარგავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Tesla-ს აქციები იანვრის შემდეგ 20%-ით დაეცა. კომპანიამ ამ კვირაში განსაკუთრებით მკვეთრი დაცემა განიცადა, რაც Bitcoin–ში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიციას უკავშირდება. ამ ცვლილებების შედეგად, ახლა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს აქვს.

ამასთან, ბიტკოინის არასტაბილურობამ შესაძლოა, Tesla-ს ინვესტორებს საკუთარი აქციების გაყიდვა აიძულოს. საგულისხმოა, რომ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 50%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალუტა შეიძინა და მის მიღებას კომპანია პირდაპირი გადახდის სახით აპირებდა. მართალია, კვირას კრიპტოვალუტის ღირებულება 57,000 დოლარზე ავიდა, თუმცა მალევე ის თითქმის 20%-ით გაუფასურდა და კვირის დასაწყისში 48.000 აშშ დოლარი შეადგინა.

Twitter-ზე პოსტით: „The price of Bitcoin did seem high lol", ილონ მასკმა პრაქტიკულად, ბიტკოინის გაუფასურებაში თავი დაიდანაშაულა.