მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი - უარყოფითი

5faec336bb6a5
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 00:00
6082
Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი ამბობს, რომ მან კორონავირუსის ოთხი ტესტი ჩაიტარა, რომელთაგანაც ორმა დადებითი, ხოლო ორმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ მასკი Twitter-ზე წერს.

"რაღაც ფიქციას აქვს ადგილი. კოვიდზე ოთხჯერ ჩავიტარე ტესტი, ორმა აჩვენა, რომ მაქვს კორონავირუსი, ორმა - არა. ერთი და იგივე ტესტი, ერთი და იგივე ექთანთან. ეს იყო სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – წერს მასკი.

Tesla-ს აღმასრულებელი ასევე აცხადებს, რომ ის PCR ტესტსაც იტარებს, რომლის პასუხიც 24 საათში უნდა იყოს.

რაც შეეხება სიმპტომებს, მასკის თქმით, მას ჩვეულებრივი გაცივების სიმპტომები აქვს.