მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი: Tesla ძალიან ახლოს არის თვითმართვადი ავტომობილის შექმნასთან

5f085fe20d946
ნათია თაქთაქიშვილი
10.07.20 19:09
876
ელექტრონული ავტომობილის მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ კომპანია ძალიან ახლოს არის თვითმართვადი ავტომობილის შექმნასთან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. მე მჯერა რომ სრულიად თვითმართვადი ავტომობილის შექმას წლის ბოლომდე შევძლებთ. ნამდვილად ბევრი წვრილმანი პრობლემა გაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ეს გამოწვევებია. ვფიქრობ, რომ ამ მცირე პრობლემებს გადავჭრით და მთლიანი სისტემა მზად იქნება ძალიან მალე“ - აცხადებს ილონ მასკი.

როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე Tesla-ს ყავს მეორე კატეგორიის ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილები, რომელიც მოითხოვს მძღოლის მობილიზებით ყოფნას და საჭის მართვას. ილონ მასკი მიზნად ისახავს მეხუთე კატეგორიის თვითმართვადი ავტომობილის შექმნას, რომელიც მთლიანად აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის ფუნქციით.