13.მარტი .2023 18:11

ილონ მასკი ტეხასში საკუთარი ქალაქის მშენებლობას გეგმავს

ილონ მასკი ტეხასში საკუთარი ქალაქის მშენებლობას გეგმავს
views 1525
უკან

მსოფლიოს უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე ტეხასის შტატში საკუთარი ქალაქის მშენებლობას გეგმავს. ილონ მასკის კუთვნილებაში არსებული კომპანიები ქალაქ ოსტინის ახლოს ათასობით კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებს და სამშენებლო ლიცენზიებს ყიდულობენ.

მასკი გეგმავს, რომ Tesla-ს ქარხნის ახლოს ახალი ქალაქი, სახელად სნეილბრუკი დააფუძნოს, სადაც მხოლოდ Tesla-ს, SpaceX-ისა და Boring Company-ს თანამშრომლები იცხოვრებენ.

The Wall Street Jorunal-ის ინფორმაციით, დაგეგმილია 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის, გზების, სუპერმარკეტების, საავადმყოფოების, სკოლისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა.

სნეილბრუკში მცხოვრებ მოქალაქეებს გაცილებით დაბალი გადასახადები და საცხოვრებელი ხარჯები ექნებათ, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.