მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Twitter-ის ანგარიშს დროებით აუქმებს

6019611fe3092
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 18:38
659
კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ის ანგარიშს დროებით აუქმებს, თუმცა მიზეზს არ ასახელებს. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ილონ მასკმა სოციალურ პლატფორმაზე ანგარიშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას გამოქვეყნებული ტვიტის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა და 36,901 აშშ დოლარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ GameStop Corp-ის აქციების ღირებულებაც ანალოგიურად გაიზარდა, როდესაც მილიარდერმა ილონ მასკმა გასული კვირის სამშაბათს GameStop Corp-ი Twitter-ის პოსტში მონიშნა. ამ შემთხვევაში კომპანიის აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა. Gamestop-ის ერთი აქციის ფასი კი, 200 აშშ დოლარით განისაზღვრა.

როდის აღადგენს ილონ მასკი თავის ანგარიშს, ჯერ არ უთქვამს.