მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Twitter-ს აუქმებს

5dbfce3c21c4f
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 11:40
1582
კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი Twitter-ზე საკუთარ გვერდს აუქმებს. გადაწყვეტილება ამერიკელმა მილიარდერმა თავის 29 მილიონ გამომწერს ამავე ქსელის მეშვეობით აცნობა.

კონკრეტულად რამ მიიყვანა მასკი ამ ნაბიჯამდე, ჯერჯერობით, უცნობია. მისი მოკლე ტვიტიდან რაიმე სახის დასკვნის გაკეთება რთულია, თუმცა დასავლურ მედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

გამოცემები ძველი ისტორიის შესახებ წერენ. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს მასკის წინააღმდეგ, სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით,  ბრიტანელმა მეცნიერმა საქმე ლოს ანჯელესის სასამართლოში აღძრა. საუბარია, ტაილანდური ფეხბურთის გუნდის გადასარჩენ სამაშველო ოპერაციაზე, რომელიც გასულ წელს გამოქვაბულში გაიჭედა;  მაშინ სპორტსმენების გადასარჩენად მასკმა მინი წყალქვეშა ხომალდის გამოჰყოფის შესახებ განაცხადა. ბრიტანელმა მეცნიერმა ვერნონ ანსვორთიმ კი, მილიარდერის გადაწყვეტილებას "პიარ ხრიკი"  უწოდა, რაზეც მასკს Twitter-ში მწვავე რეაქცია ჰქონდა და მეცნიერი პედოფილად მოიხსენია.


მოგვიანებით კი, ამერიკელმა მილიარდერმა სასამართლო მოსმენაზე განმარტა, რომ მის ბავშობაში ამ სიტყვას აფრიკაში სალანძღავად იყენებდნენ.